12:1 - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

12:1 საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სპორტკომპლექს ოლიმპიკის აუზმა უმასპინძლა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში რევაზ ჩომახიძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

საქართველო ისრაელთან თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდა – მეტოქემ ერთადერთი გოლი გაიტანა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ისრაელში 3 მარტს გაიმართება.