100-მდე დაზიანება ტატუნაშვილის ცხედარზე - სპეციალისტები კომპლექსური ექსპერტიზის აუცილებლობაზე საუბრობენ

წამებისა და რეაბილიტაციის ცენტრის  დირექტორი, არჩილ ტატუნაშვილს დაღუპვის გარემოებებზე, კომპლექსური ექსპერტიზის აუცილებლობაზე საუბრობს. პროცესში სწორედ ემპათიის სპეციალისტები იყვნენ ჩართული.  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ის ტატუნაშვილის ოჯახს სამი დღის წინ გადაეცა.

პირველ არხთან საუბრისას ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. იურისტის თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად სჭირდებათ.

თამარ ავალიანი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ჰქონდა.