10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ 10 დეკემბერს, 1948 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანს უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ღონისძიება, სახელწოდებით „ქალების გაძლიერების ათწლეული“ გაიმართა. პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივ ღონისძიებაზე ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. დღესვე, საკანონმდებლო ორგანოში პუბლიკაციის „ქალების გაძლიერების ათწლეული“ პრეზენტაციაც შედგა.