„ჰუმან რაითს ვოჩი“ კვლევას აქვეყნებს

„არცერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“,- ამ სათაურით აქვეყნებს კვლევას „ჰუმან რაითს ვოჩი“.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა საქართველოს შახტებსა და მაღაროებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობებს ეხება.

ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა დასაქმებულების უსაფრთხოების ნორმებს ვერ იცავს, ამიტომ ორგანიზაცია ხელისუფლებას საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.