1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, ასევე საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, სადაც განიხილეს ქვეყანაში არსებული გამოწვევები.
დასახელდა რამდენიმე პრობლემა-სტიგმა, საზოგადოების არაინფორმირებულობა და ხარვეზები სკრინინგ პროგრამაში.
შიდსის ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შიდსის გამოვლენის შემთხვევები მცირეა და მეტი ეფექტურობისთვის გამოვიდნენ ინიციატივით, რომ კვლევა C ჰეპატიტის პროგრამას მიებას.
საპილოტე პროექტი ხვალიდან დაიწყება, ხოლო ახალი სტრატეგია, სავარაუდოდ, უკვე უკვე 2018 წლიდან დაინერგება.