საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

„ცე“ ჰეპატიტის მიკროელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“,- საერთაშორისო კონფერენცია თბილისში იმართება. კონფერენციაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ.

შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის განკურნების რეკორდული მაჩვენებელია. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ცალკეულ ფოკუსჯგუფებში მიკროელიმინაციები განხორციელდეს.