უფასო გამოკვლევები შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზიანის შემცირების საერთაშორისო ქსელი, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს უტარებს.

ერთ-ერთი მოძრავი ამბულატორია დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც განთავსდა.

ზიანის ქსელის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, უფასო გამოკვლევებს აივ-შიდსისა და ცე ჰეპატიტის დაავადებებზე უტარებენ.

აქციის მიზანი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. არსებობის შემთხვევაში კი, დაავადებული პაციენტების დროული მკურნალობაა.

დატოვე კომენტარი