1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, ასევე საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, სადაც განიხილეს ქვეყანაში არსებული გამოწვევები.

დასახელდა რამდენიმე პრობლემა-სტიგმა, საზოგადოების არაინფორმირებულობა და ხარვეზები სკრინინგ პროგრამაში.

შიდსის ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შიდსის გამოვლენის შემთხვევები მცირეა და   მეტი ეფექტურობისთვის  გამოვიდნენ ინიციატივით,  რომ კვლევა C ჰეპატიტის პროგრამას მიებას.

საპილოტე პროექტი ხვალიდან დაიწყება, ხოლო ახალი სტრატეგია, სავარაუდოდ, უკვე უკვე 2018 წლიდან დაინერგება.

დატოვე კომენტარი