​​შეზღუდვები გზებზე

შეზღუდვები მოქმედებს ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე. კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე და საჩხერე-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73 კმზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. კვლავ გრძელდება ქვათა ცვენა. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს, რის გამოც, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.