ზვიად რატიანის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ზვიად რატიანის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავება – 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს.

სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, დაკითხეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ზვიად რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავად პატრულის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს ხმარობდა.

საქმეზე სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.