ზვიად რატიანს მოსამართლემ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ზვიად რატიანს მოსამართლემ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

​მოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა – 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა. განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, დაკითხეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ზვიად რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პატრულის წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ რატიანი ნასვამი იყო და პოლიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს იყენებდა.