ზვიად რატიანის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატის ანა ნასრაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში გაასაჩივრებენ.
„პრაქტიკაში გაუგონარი განმარტებაა, რაც გააკეთა მოსამართლემ. მოწმეების პოზიცია იყო ურთიერთგამომრიცხავი. გადაწყვეტილებას წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ვასაჩივრებთ. ვფიქრობ, რომ მტკიცებულებებით მოსამართლეს არ შეეძლო მიეღო ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ ვხედავთ, სასამართლო სისტემისთვის პრობლემაა, რომ ის წინააღმდეგობას ვერ უწევს სამართალდამცველების მოთხოვნებს. რატიანის საქმეზე ბევრი კითხვაა, სისტემა მიმართული იყო მის დისკრედიტაციაზე. ეს დიდი პრობლემაა, სისტემური პრობლემა“, – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დააკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.