ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილ​ებების ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზეც გამოითქვა მოსაზრება
ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილ​ებების ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზეც გამოითქვა მოსაზრება

პრემიერ-მინისტრის მიდგომას ძირეულად ვეთანხმებით, მაგრამ გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გამოითქვა როგორც სამინისტროების დასახელებებზე, ასევე სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტზე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან, საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრისგან მოისმენენ პასუხებს უმრავლესობის დეპუტატების მიერ გუშინდელ შეხვედრაზე წარდგენილ წინადადებებზე.

„საქმე ეხება მთავრობის მთლიანი სტრუქტურის ოპტიმიზაციას, მათ შორის, რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას. ჩვენ პრემიერ-მინისტრის მიდგომას ძირეულად ვეთანხმებით, მაგრამ იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები და შენიშვნები როგორც სამინისტროების დასახელებებთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტის შესახებ, რონელიც შეიძლება გახდეს ახალი.

ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია ეს, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს მხოლოდ მოსაზრებაა. ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტში შემოვა, ამას არ შეეხება. მდივანს პრემიერზე მაღალი სტატუსი არ ექნება. იგულისხმება ის, რომ სამინისტროებში მინისტრი პოლიტიკურ ფიგურად დარჩება და იერარქიულად მის ქვემოთ იყოს სახელმწიფო მინისტრი, მაგალითად, ევროინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის ყოლა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. კვაჭანტირაძის აზრით, კონკრეტული გვარები დღეს არ დასახელდება.

„განიხილება დევნილთა სამინისტროს გაერთიანება და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მომენტი, სადაც იყო მოსაზრება, რომ დევნილი, როგორც ტერმინი არ ჩაიკარგოს. მე მიმაჩნია, რომ სპორტის სამინისტრო საერთოდ არ უნდა არსებობდეს და მთლიანად დატვირთვა უნდა მოდიოდეს ფედერაციებზე, თუმცა მარეგულირებელი თუ დარჩება, ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.