ირაკლი კობახიძე - არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც, პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია
ირაკლი კობახიძე - არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც, პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია

ირაკლი ღარიბაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, მან თავად განმარტა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები, რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი და ეს არის „ქართული ოცნება“.

„აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც. მომავალშიც იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და ამ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია, შესაბამისად, ამას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.