დონალდ ტუსკმა სამთავრობო ცვლილებები დააანონსა
დონალდ ტუსკმა სამთავრობო ცვლილებები დააანონსა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სამთავრობო ცვლილებები დააანონსა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ან ზაფხულში მოხდება.

ტუსკის თქმით, შეაფასებს ყველა მინისტრის მუშაობას, რის საფუძველზეც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მთავრობის რეკონსტრუქცია აუცილებლად მოხდება. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ მინისტრების არსებით შეფასებაზე ან მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. არის ნიშნები, რომ ვიღაცებს მოუნდებათ ევროპარლამენტში კენჭისყრა, თუმცა ეს იქნება ერთეული შემთხვევები. ჩვენ დავემშვიდობებით მათ, ვინც ეს თვეები მაქსიმალურად არ გამოიყენა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ტუსკმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კოალიციური პარტიების ლიდერებთან საუბარს გეგმავს.