კახა კალაძე - ჩვენი გუნდი არის ერთიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას და მოვახდენთ ეკონომიკურ წინსვლას
კახა კალაძე - ჩვენი გუნდი არის ერთიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას და მოვახდენთ ეკონომიკურ წინსვლას

ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ძალიან რთული წელი გვქონდა, სერიოზული გამოწვევები იყო, საფრთხეები, უამრავი განცხადება შეიძლება მოვიტანოთ, რადიკალები რასაც აკეთებდნენ, თუნდაც გარედან რა განცხადებები კეთდებოდა, ეს საფრთხეები დღესაც არსებობს, არსად წასულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია, რაც წარმატების საწინდარია.

„ამ ერთიანობით და ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, საფრთხეებსაც ავარიდებთ ქვეყანას და მოვახდენთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა კალაძემ.