ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო
ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველს მხარეებისგან დღეს შესავალი სიტყვა უნდა მოესმინა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით პროცესი გადაიდო.

კუპრავამ მოსამართელს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ პროკურატურა ამ საქმით მის პატიმრობაში დატოვებას ცდილობს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა 14 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 თებერვალს დააკავეს.