ზვიად კუპრავას ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
ზვიად კუპრავას ორგანიზაციის, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ორგანიზებით, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები გარდაცვლილი მოზარდების საქმეების გამოძიებას ითხოვენ. ისინი ასევე სოლიდარობას უცხადებენ და უსამძიმრებენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და სამართალდამცავ ორგანოს გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს საქმის, ასევე ბოლო დროს მომხდარი გახმაურებული საქმეების ობიექტურად გამოძიებას სთხოვენ.
აქციაზე ელოდებიან მალხაზ მაჩალიკაშვილსაც.
აქციის ორგანიზატორის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ხელისუფლება კრიმინალებთან არის კოაბიტაციაში და ახალგაზრდების მკვლელობებზე ეფექტიან რეაგირებას არ ახდენს. კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.