ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
პარლამენტთან დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად დაკავებულები არ დასწრებიან.
ზვიად კუპრავამ და მასთან ერთად დაკავებულმა სამმა პირმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც კუპრავამ აღნიშნა, ის, რაც დღეს სხდომათა დარბაზში ხდება, მართული პროცესია.
ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი დღეს დილით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ისინი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებულები.