ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს [ფოტო, ვიდეო]
ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან ძალის გამოყენებით აიყვანეს.
იმ დროს, როდესაც სასამართლოზე გამოცხადებული იყო შესვენება, კუპრავა თანმხლებ პირებთან ერთად სასადილოში იმყოფებოდა. მას სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ სხდომათა დარბაზში შესულიყო, რაზეც კუპრავამ წინააღმდეგობა გაუწია.
კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.