ზვიად კუპრავა - ჩვენმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ ჩამოშალა გუშინ სუს-ი
ზვიად კუპრავა - ჩვენმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ ჩამოშალა გუშინ სუს-ი

სხვა კითხვებს არ ვპასუხობ, – ასე უპასუხა ზვიად კუპრავამ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, გამოიწვია თუ არა აქციის მონაწილეთა შორის უკმაყოფილება და განხეთქილება აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ფიგურის გამოჩენამ.

რაც შეეხება კუპრავას გუშინდელ განცხადებას, რომ ის და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ არიან, ამ თემაზე დასმულ შეკითხვაზე კუპრავამ მხოლოდ ის თქვა, რომ გასული ორი დღის განმავლობაში მასზე და ზაზა სარალიძეზე სუს-ი ახორციელებდა შეტევას.

სუს-ს ჰქონდა ძალიან ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული შეტევა ბოლო ორი დღის განმავლობაში, გუშინ და გუშინწინ. პრაქტიკულად სუს-მა და უშიშროების სამსახურებმა, რაც მათ გააჩნდათ, აბსოლუტურად ყველა რესურსი გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ, ორი ადამიანის წინააღმდეგ. შესაბამისად ჩვენ გვჭირდებოდა კონკრეტული ტაქტიკა, რათა მოგვეგერიებინა სუს-ის ეს ორგანიზებული შეტევა. ჩვენმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ ჩამოშალა გუშინ სუს-ი“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.

რჩებიან თუ არა ის და ზაზა სარალიძე თანამებრძოლებად, ამ თემაზე სხვა განმარტება კუპრავას აღარ გაუკეთებია.