ზურაბ ჟვანიას ფონდი „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს
ზურაბ ჟვანიას ფონდი „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს

ზურაბ ჟვანიას ფონდი „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. რიგით მე-7 წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადები 17 ნოემბრამდე მიიღება.

პრემია ენიჭებათ 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდებს შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

წინანდლის პრემია ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

 

ავტორი: თათია ბუხრაშვილი