2018 წლის„წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია
2018 წლის„წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია

ზურაბ ჟვანიას სახელობის `წინანდლის პრემიის” ჟიურიმ (დარგობრივმა კომისიებმა) მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2018 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.

• თეატრალური ხელოვნება: ნატალია ყულოშვილი, საბა ასლამაზიშვილი, ლუკა ინწკირველი
• კინოხელოვნება:გიორგი თავართქილაძე , გრიგოლ აბაშიძე, ანი ნინიძე
• მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბაკურ გაბუნია, დავით გორგილაძე, თორნიკე გოგნიაშვილი
• მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):ნინი ელიაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნიკა ლაშხია
• მუსიკა: ანზორ ღუდუშაური კომპოზიტორი , თორნიკე მარგველაშვილი, სანდრო სიდამონიძე
• სახვითი ხელოვნება: შოთა აფციაური, ნიკა ქუთათელაძე, ნატო ბაგრატიონი
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:გიორგი ტეფნაძე, ირაკლი მღებრიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე
• ჰუმანიტარული მეცნიერებები: კახაბერ ყალიჩავა, ზურაბ თარგამაძე, ლევან ბებურიშვილი

„2018 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს, 12 ოქტომბერს, 19:30 საათზე სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკაში“ Republic.