„წინანდლის პრემიის“ წლევანდელი ნომინანტების ვინაობა ცნობილია
„წინანდლის პრემიის“ წლევანდელი ნომინანტების ვინაობა ცნობილია

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია. ინფორმაცია საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.

თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე;

კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი;

მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია;

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე;

მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი;

სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე;

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.

„2019 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 10 დეკემბერს, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, გამოვლინდებიან.