ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ დააყაჩაღეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობაში დილის საათებში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა.
მათივე თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 10 წუთი იყო ოფისში, 1000 ლარამდე თანხა წაიღო და მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ შარშან მარტის თვეშიც დააყაჩაღეს. მაშინ ორგანიზაციიდან 5000 ლარი წაიღეს.