სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც „ემ ბი სის“ ფილიალში შეჭრილი სავარაუდო თავდამსხმელი, სამ მოთხოვნას აყენებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილი სავარაუდო თავდამსხმელი, სამ მოთხოვნას აყენებს.

„ჩემი მოთხოვნა არის, რომ შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი, ვინც იყო არჩევნებამდე, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და მიიღონ სამი კანონი“, – აცხადებს ვიდეოში სავარაუდო თავდამსხმელი.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ესენია: საქართველოს მასშტაბით აიკრძალოს ყველა სახის აზარტული თამაშები, მათ შორის ონლაინ თამაშებიც; ბანკებმა დააწესონ მაქსიმუმ წლიური მხოლოდ შვიდპროცენტიანი საპროცენტი განაკვეთი; შემცირდეს მედიკამენტებზე ფასები.