ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" რეგისტრაციას აუქმებს
ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" რეგისტრაციას აუქმებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს” რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ აცხადებს.

შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

„გაუქმდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ლენდოს“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 14 თებერვლის №180 განკარგულება“, – მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

ამასთან, ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.