მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული.

უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გამოძიება ამჟამად სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.