ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ბე-ემ-ვე“-სა და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.