ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეკრებილებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიმართეს.
„აბიტურიენტი ვარ. მინდა, ხარისხიანი განათლება ჩემს ქვეყანაში მივიღო. არ მინდა ჩემი შესაძლებლობები სხვა ქვეყანაში გამოვიყენო. არ მინდა ჩვენი მშობლები იძულებითი ემიგრანტები იყონ. ამისთვის კი საჭიროა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვიყოთ. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახში – ევროპაში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირს დროშები.