საჩივრების განხილვა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
კომისიამ ცხრა საჩივარი განიხილა. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საჩივარი ინგირის 94-ე უბანთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციამ უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, რასაც მოჰყვა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღნიშნული საჩივარი. ორგანიზაციის ზუგდიდის კოორდინატორი არ გამორიცხავს, რომ დავა სასამართლოში გააგრძელონ.
საოლქო საარჩევნო კომისიამ დარჩენილი რვა საჩივრიდან ხუთი სრულად დააკმაყოფილა. „ევროპული საქართველოს“ საუბნო კომისიის წევრებს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა და შენიშვნები მისცა. კიდევ ორი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.