ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება
აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.