ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

14:21, 04.08.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება

აკრძალვა მოქმედებს 5 აგვისტოს 10:00 საათამდე.​ გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი