საგანგებო სიტუაციების სამსახური - მწვერვალ თეთნულდზე ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ, ჯგუფი ფეხით მიემართება, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც
საგანგებო სიტუაციების სამსახური - მწვერვალ თეთნულდზე ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ, ჯგუფი ფეხით მიემართება, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდთან ტურისტებს მაშველთა დახმარება სჭირდებათ. უწყების ცნობით, მათ დასახმარებლად მაშველთა ჯგუფი უკვე მიემართება. ამასთან, მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.