ზესტაფონთან, სოფელ წევას ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ტრაილერი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით დააბრუნეს გზის სავალ ნაწილზე.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ საქმეზე რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოახდინა.