ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი
ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი

ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა

ამ ეტაპზე 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო ათი გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია.

სამუშაოების ფიზიკური პროგრესი, დღეის მდგომარეობით, 80%-ია. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.