ზესტაფონში ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა [ფოტო]

14:55, 13.11.2019

ზესტაფონთან, სოფელ წევას ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ტრაილერი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით დააბრუნეს გზის სავალ ნაწილზე.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ საქმეზე რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოახდინა.

მსგავსი