აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი - ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა არის უდიდესი საეტაპო მოვლენა, რაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა მთავრობის ხელშეწყობის გარეშე
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი - ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა არის უდიდესი საეტაპო მოვლენა, რაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა მთავრობის ხელშეწყობის გარეშე

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, ლესლი ბეარმან ლაჰმიმის განცხადებით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნა არის უდიდესი საეტაპო მოვლენა, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას აუმჯობესებს.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის ჩართულობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი.

„უდიდესი პატივი და სიამოვნებაა, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულებას. როგორც აღინიშნა, ეს არ არის მხოლოდ გვირაბების, ხიდების ან გზების მშენებლობა, ეს არის საქართველოს უდიდესი ერთგულების დასტური, რომ ჩვენი ერთადერთი გზა არის წინსვლა. ეს პროექტი და სხვა პროექტები აკავშირებს ხალხს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს კონკრეტული გზა არის უდიდესი საეტაპო მოვლენა, აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ამ პროექტით ჩვენ არა მარტო ვქმნით უფრო ეფექტურ სატრანსპორტო ქსელს, არამედ წვლილი შეგვაქვს ადგილობრივი თემის და მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაში. ეს არის უდიდესი წინსვლა, რომელიც ვერ იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის, კონკრეტულად, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვა უწყებების ჩართულობის გარეშე.

ამ პროექტის ფარგლებში ვნახეთ უპრეცედენტო გამოწვევები პანდემიის გამო, რომელიც პირველივე ეტაპზე იქნა დაძლეული და ეს ძალისხმევა საქართველოს კიდევ უფრო წინ წაიყვანს. ჩვენ გვაქვს ბევრი საეტაპო მოვლენა, რომელიც საქართველოს მოიაზრებს მწვანე, ინკლუზიურ კარიბჭედ. ჩემი გულწრფელი მადლობა ყველა პირს, უწყებას, რომელიც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში. თქვენი ერთგულება, დაუღალავი შრომა არის დაფასებული“, – განაცხადა ლესლი ბირმალამიმ.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა გაიხსნა.