ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.
გავრცელებული ცნობით, პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო გადმოსული, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული პატრული სამედიცინო დაწესებულება „ფერომედში” გადაიყვანეს, თუმცა როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.