ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

00:17, 30.11.2019

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით,  გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო.

გავრცელებული ცნობით, პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო გადმოსული, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული პატრული სამედიცინო დაწესებულება „ფერომედში” გადაიყვანეს, თუმცა როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მსგავსი