ზაზა ვაშაყმაძე - რელიგიის საკითხთა სააგენტო რელიგიური უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყანაში რელიგიური უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო „ქორთიად მარიოტში” მიმდინარეობს.
ანგარიში 2016-2017 წლებს მოიცავს და მასში საუბარია რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების კუთხით უფლებების დარღვევაზე.
ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ასევე, ყურადღებაა გამახვილებული ტრენინგებზე, რომელიც სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის თემაზე ჩატარდა.
„საჯარო მოხელეების დატრენინგებამ რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის თვალსაზისით მოიცვა მთელი საქართველო და გამოიცა საჯარო მოხელეებისთვის წიგნი. დიდი ინტერესია ამ პროექტის მიმართ და მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა და საჯარო მოხელეების ქცევის კოდექსში გაჩნდა სპეციალური მუხლი, რასაც რელიგიური ნეიტრალიტეტი ჰქვია“, – განმარტა ზაზა ვაშაყმაძემ.