რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მორწმუნეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მორწმუნეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მორწმუნეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი დღესასწაულთა დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს.

„აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღეა – მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, ქრისტე აღდგა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს სახარების რწმენის ეკლესია.

„აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, სიკეთეს და სიხარულს
გისურვებთ, ქრისტე აღდგა“, – აღნიშნულია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი დღეს ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების დღეს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ქრისტე აღდგა!“, – აცხადებენ სააგენტოში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს.

„აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, რომელმაც ცოდვაზე გამარჯვება აუწყა სამყაროს. ქრისტე აღდგა!“, – აცხადებენ სააგენტოში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავს საქართველოს ევანგელურ პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს.

„აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და განახლების სიმბოლო. ქრისტე აღდგა!“, – აცხადებენ სააგენტოში.