საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხები გაუნაწილდა
საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხები გაუნაწილდა

საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხები გაუნაწილდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, თანხის განაწილება დაევალა.

მათივე ცნობით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან, ამ ეტაპზე განაწილდა 3 500 000 ლარი.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2022 წლის 12 იანვარს პრემიერ-მინისტრს მიმართა რეკომენდაციით და საქართველოს მთავრობის №117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის განაწილება და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, ამ ეტაპზე განაწილდა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი – შემდეგი ოდენობებით:

საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი; საქართველოს იუდეურ თემს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი; 2022 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.