ან სიმართლეს მივაღწევ, ან მოვკვდები, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხესთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.
„სიმართლე გითხრათ, მე ექვსი თვეა მზად ვარ მაგისთვის. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შვილის სულს და სიწმინდეს ყოველთვის დავიცავ. უნდა მომკლან და რაც უნდათ ის ქნან, ან სიმართლეს მივაღწევ, ან მოვკვდები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებები შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.