ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს ხვდება - იმედი მაქვს, კომისია გამოააშკარავებს პირებს, რომლებმაც საქმე შეკერეს და გააყალბეს
ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს ხვდება - იმედი მაქვს, კომისია გამოააშკარავებს პირებს, რომლებმაც საქმე შეკერეს და გააყალბეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე, პარლამენტში მისი ოჯახის ინტერესების დამცველ, ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა.

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს ხვდება, შეხვედრა უკვე დაიწყო.

როგორც შეხვედრამდე სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კომისიას ენდობა, მისი წევრის, უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას გარდა.

„იმედი მაქვს, კომისია გამოააშკარავებს ყველა იმ პირს, ვინც ეს საქმე შეკერა და გააყალბა“,  – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისი თქმით, კომისიას ყველა სახის ინფორმაციას დეტალურად მიაწვდის.

ასევე, ზაზა სარალიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ არ დააკავებენ 10 ივნისამდე პირებს, რომელთა დაკავების საფუძველი არსებობს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.