გიგი უგულავა - სერგი კაპანაძეს ვინც აბულინგებს, ჩვეულებრივი პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს
გიგი უგულავა - სერგი კაპანაძეს ვინც აბულინგებს, ჩვეულებრივი პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს

ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, ჩვეულებრივი პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები სერგი კაპანაძეს იმას აბრალებენ, რაც არ უთქვამს.

„ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიები ნაძირლურად იტყუებიან. ადამიანს შეტენო ის, რაც მას არ უთქვამს, სამი დღე ბულინგი აწარმოო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდები. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იტყუებით, ადამიანს აბრალებთ იმას, რაც არ უთქვამს. ყველა ჟურნალისტი, ვინც ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობს, ამაზე პასუხისმგებელია. მავალებენ, კრედიტი მაქვს და სხვა გზა არ მაქვს არ არსებობს, ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, ვინც სერგი კაპანაძეზე იტყუება, არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, მას ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდონიანი მოსახლეობა არა“.

მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

დატოვე კომენტარი