სერგი კაპანაძე - ჩვენც გვინდა, რომ მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს კრიზისი, ვიზიარებთ პარტნიორების დამოკიდებულებას, თუმცა არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
სერგი კაპანაძე - ჩვენც გვინდა, რომ მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს კრიზისი, ვიზიარებთ პარტნიორების დამოკიდებულებას, თუმცა არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იზიარებენ ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებას, რომ მოლაპარაკების გზით კრიზისი უნდა განიმუხტოს.

თუმცა, მისივე განმარტებით, ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ხელისუფლებას სურს ძალაუფლების შენარჩუნება.

„ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ში, კარგად ესმით, რომ კრიზისი  უნდა იყოს განმუხტული, ჩვენც იგივე გვინდა, რომ მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს კრიზისი და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ იზრუნონ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე, ოღონდ, სამწუხაროდ, ამ მცდელობაში არ გვყავს პარტნიორი, საქართველოს ხელისუფლებას ეგ არ უნდა, მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება, მათ არ უნდათ არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არც საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების მიღწევა, არც ახალი არჩევნების დანიშვნა. ამიტომ ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულებას, უბრალოდ, ამ დამოკიდებულებას არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – აღნიშნა კაპანაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ.