მაკა ბოჭორიშვილი - ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი
მაკა ბოჭორიშვილი - ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი

ეს ადამიანები რასაც აკეთებენ, არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყებული საუბარი წინაპირობების შესახებ და საქართველომ უსამართლოდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭირიშვილი გამოეხმაურა ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელისა და გამგეობის თავმჯდომარის, ყოფილი დეპუტატის სერგი კაპანაძის  „ევროაქტივში“ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც კაპანაძე აღნიშნავს, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს.

„ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ქვეყნის წინსვლაზე კი არ ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.