ზაზა სარალიძე - იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც კუპრავას დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, შსს-ს გენინსპექციას მივმართავ
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ზვიად კუპრავასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდებით სასამართლომ შსს-ს მიერ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზანი მისი მეგობრების დისკრედიტაციაა.
ამასთან, როგორც სარალიძემ აღნიშნა, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც კუპრავას და კიდევ რამდენიმე პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს.
ასევე, სარალიძის თქმით, მანამდე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„ჯერ საგამოძიებო კომისიაში მივალ, შემდეგ კი გენინსპექციაში გავმართავ შეხვედრას. ეს გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული. განაჩენი წინასწარ იყო გათვლილი. მისი მიზანია კუპრავას და ჩემი სხვა მეგობრების დისკრედიტაცია“,- განაცხადა სარალიძემ.
ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა