ზაზა სარალიძე - გამოვიდეს ირაკლი შოთაძე და გამცეს პასუხი, ვინ მოკლა ჩემი შვილი
ზაზა სარალიძე - გამოვიდეს ირაკლი შოთაძე და გამცეს პასუხი, ვინ მოკლა ჩემი შვილი

გამოვიდეს ირაკლი შოთაძე და გამცეს პასუხი, ვინ მოკლა ჩემი შვილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

„შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავაგნგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით. გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.

დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.